ტექნოლოგიური მოძიება და იმპორტი
თუ თქვენს ორგანიზაციას აქვს სპეციფიკური ამოცანა და ადგილობრივ ბაზარზე ვერ პოულობთ შესაბამის ტექნიკას, ჩვენ ვახორციელებთ საჭირო ტექნოლოგიების მოძიებასა და საერთაშორისო იმპორტს. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სანდო მწარმოებლების შერჩევას, პირდაპირ მოლაპარაკებებსა და სატესტო ნიმუშების მიღებას, რათა თქვენი პროექტი უსაფრთხოდ და ეფექტურად დაიწყოს.
1.
მწარმოებლების მოძიება:
გლობალური ბაზრის ანალიზი და სანდო საერთაშორისო ქარხნების შერჩევა, რომლებიც ზუსტად შეესაბამება თქვენს ტექნიკურ მოთხოვნებს.
2.
პირდაპირი მოლაპარაკებები:
უცხოელ პარტნიორებთან პირდაპირი კავშირის დამყარება, ფასების ოპტიმიზაცია და ტექნიკური დეტალების შეთანხმება.
3.
სატესტო ნიმუშები:
პროექტის დაწყებამდე მწარმოებლისგან სატესტომოდელების ჩამოტანა და მათი ვალიდაცია.
4.
იმპორტის ორგანიზება:
საჭირო ტექნიკის ჩამოტანა, საბაჟო პროცედურების მართვა და დროული მიწოდება.
5.
სრული პროცესის მართვა:
ტექნოლოგიის მოძიებიდან მის საბოლოო დანერგვამდე, სრული პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა.