Simplifying complex business processes through reliable hardware, advanced technology, and tailored IT solutions.
ინსპერონი 2019 წელს სამმა მეგობარმა დააფუძნა. კომპანია ერთი საერთო მიზნის გარშემო შეიქმნა: გაუმარტივოს მომხმარებლებს ბიზნესპროცესები-თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საშუალებით. სწორედ ეს იდეა „გაიმარტივე პროცესები“ იქცა გუნდის სლოგანად და მთავარ მამოძრავებელ ძალად.
დღეს ინსპერონი სტაბილური და სანდო პარტნიორია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის. ამის დასტურია 500-ზე მეტი პარტნიორი კომპანია, 60-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო ტენდერი, 2025 წლიდან შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში“ ყოფნა და ერთგული მომხმარებლები.
We don’t just distribute products
რატომ ინსპერონი?
კომპანიის მიდგომა სცდება უბრალო დისტრიბუციას და პროდუქციის რეალიზაციას. აქცენტი კეთდება სრულყოფილ სისტემებსა და გრძელვადიან დაცულობაზე:
01
ანალიზი და მხარდაჭერა:
ტექნიკის შერჩევიდან დანერგვამდე-ინსპერონი უზრუნველყოფს სრულ ციკლს, რაც კლიენტს ზედმეტი სირთულეებისგან ათავისუფლებს.
02
საერთაშორისო გარანტია:
როგორც გლობალური ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია მომხმარებელს ხარისხიან, გამოცდილ და საერთაშორისო გარანტიის მქონე პროდუქციას სთავაზობს.
03
ეფექტურობაზე ორიენტირება:
თითოეული გადაწყვეტა მიმართულია ხარჯების შემცირებასა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაზე.
ინსპერონი არ ყიდის მხოლოდ პროდუქტს - ის ქმნის გარემოს, სადაც ტექნოლოგია ბიზნესის ზრდის მყარ საყრდენად იქცევა. ეს არის პროცესზე ორიენტირებული და ინდივიდუალური მიდგომა მათთვის, ვისთვისაც მთავარი პრიორიტეტი საიმედოობა, ხარისხი და სიმშვიდეა.