ტექნიკური მხარდაჭერა
ჩვენი პროფესიონალური გუნდი უზრუნველყოფს თქვენი მოწყობილობების სტაბილურ მუშაობას, რათა თავიდან აიცილოთ ბიზნეს-პროცესების გაჩერება და ფინანსური დანაკარგი. ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს როგორც საგარანტიო მომსახურებას, ისე პოსტ-საგარანტიო სერვისს, დიაგნოსტიკას, შეკეთებას და დისტანციურ დახმარებას.
1.
საგარანტიო მომსახურება:
ქარხნული გარანტიის ფარგლებში სრული ტექნიკური მხარდაჭერა და ვალდებულებების შესრულება.
2.
დიაგნოსტიკა და პრევენცია:
მოწყობილობების სისტემური შემოწმება, ტესტირება და ხარვეზების ზუსტი იდენტიფიცირება, რათა პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.
3.
აპარატურული შეკეთება:
დაზიანებული კომპონენტების აღდგენა ან ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით ოპერატიულად შეცვლა.
4.
დისტანციური მხარდაჭერა:
პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა ონლაინ არხებით, რაც ამცირებს დროისა და რესურსების დანახარჯს.
5.
პრევენციული მომსახურება:
რეგულარული შემოწმებები და ტექნიკური მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შეფერხებები.