Skip links

ჩვენ შესახებ

ინსპერონის შესახებ

...

ვქმნით კარგ გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და გუნდის წევრებისთვის.

...

...

კომპანია ინსპერონი

საქართველოს ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს. თავდაპირველად ორგანიზაცია ძირითადად სავაჭრო ტექნოლოგიების გაყიდვაზე ორიენტირდებოდა: შტრიხ კოდის სკანერებზე, პოს კომპიუტერებზე, თერმულ პრინტერებზე. თუმცა, მეთოდური მუშაობით და ხარისხიანი სერვისით კომპანიამ ეტაპობრივად დაიწყო ზრდა და შესაბამისად, სამუშაო არეალიც გაფართოვდა.

...

დღეისათვის ინსპერონი რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია და ახორციელებს კომპიუტერული  და სავაჭრო ტექნოლოგიური ტექნიკის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.

...

...

ვემსახურებით სახელმწიფო ორგანიზაციებს, სკოლებს, სავაჭრო ობიექტებს, კლინიკებს, ბანკებს და სხვადასხვა კერძო ორგანიზაციას.   კონსულტაციას ვუწევთ

და ვეხმარებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართულ ბაზარზე დანერგონ და გააუმჯობესონ უსაფრთხოების სისტემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ბოლო 5 წლის განმავლობაში წარმატებით შევასრულეთ სხვადასხვა სიდიდის 50-ზე მეტი სახელმწიფო ტენდერი. 


ვაშენებთ იდეებს მომავლის ხედვით

ტექნოლოგიური ბაზარი მუდმივად იცვლება, ვითარდება და ახალ მოთხოვნებს აწესებს. ინსპერონის გუნდი ყოველთვის მზად არის სიახლეებისა და გამოწვევებისთვის. ჩვენ გუნდი დაუღალავად მუშაობს, რათა ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს. ეს ყოველივე უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას თანამედროვე, მუდმივად დინამიკურ გარემოში.

დაგვირეკე
+995 599 11 23 25
მოგვწერე
info@insperon.ge
გვიპოვე
ც. დადიანის ქ. #7